გვირაბები და მწვანე სივრცეები – როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო (ვიდეო)

2451

წინა სტატია

თბილისის მერია გორგასლის სანაპიროს სრულ რეკონსტრუქციას გეგმავს. პროექტის მიხედვით, მთელს სანაპიროზე მოეწყობა მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბი, ხოლო ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს დაეთმობა. ასევე, აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომლითაც ფეხით მოსიარულეებს პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვედრა შეეძლებათ. გორგასლის სანაპიროზე 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.

პროექტი ორწლიანია და მისი განხორციელება 2019 წელს დაიწყება. ღირებულება კი 110 მილიონი ლარია.

ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა დიღმის ჭალების ახალი პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები. როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.

ასევე, ცნობილია, რომ უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.