ზუგდიდის სპორტის ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი გაეზრდება

665

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის “სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, მწვრთნელების ხელფასები გაიზრდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სპორტული სკოლები, მწვრთნელებს ხელფასები გაეზრდებათ, ამ დროისთვის, მათი ხელფასი 400 ლარიც კი არ არის. შეიქმნება მწვრთნელთა საბჭო, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის და რა კვალიფიკაციის მიხედვით გაეზრდება ხელფასი. ვგეგმავთ ხელფასების 30 %-ით გაზრდას“,- განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა.

ამ დროისთვის სპორტის ა(ა)იპ-ში 49 მწვრთნელი მუშაობს.

28 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა “სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის ახალი გეგმა მოიწონა, რომლის მიხედვითაც, ცენტრის ბაზაზე 6 სპორტული სკოლა, კომპლექსური, ჭადრაკის, ჭიდაობის, საბრძოლო ხელოვნების, ბავშვთა საფეხბურთო და ფიგურული სრიალის სკოლები შეიქმნება. მისივე გეგმის მიხედვით, სპორტის ა(ა)იპ-ში 135 თანამშრომლის ნაცვლად კი 103 იმუშავებს.