როგორი იქნება დიღმის ჭალების ახალი პარკი? (ვიდეო)

2857

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს დიღმის ჭალებში ახალი პარკის მშენებლობა დაიწყება. მოეწყობა გამწვანებული სივრცე საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნებთ, საცურაო აუზით, მედიათეკით, ამფითეატრითა და კაფე-ბარებით.

მშენებლობისთვის 11 620 192 ლარი დაიხარჯება. ახალი პარკის მშენებლობა 2 წელში დასრულდება.

ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები. როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.

ასევე, ცნობილია, რომ უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.