გასული წლის ხელშეკრულებებისთვის გორის მერიას 1  652 669 ლარი გასაცემი აქვს

769

წინა სტატია

გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებებისთვის გორის მერიას 1  652 669 ლარი გასაცემი აქვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერიას 2018 წლის ბიუჯეტის 9% გაუხარჯავი დარჩა. ეს მაჩვენებელი კი თანხობრივად 4 270 167 ლარს შეადგენს. აქედან გორის მერიის ინფორმაციით, 2 მილიონამდე ლარი იმ პროექტებისთვისაა გათვალისწინებული, რომელთა შესრულება გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო და 2019-2020 წლებამდე უნდა განხორციელდეს.

მერიიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ასეთი კატეგორიის შემდეგი ხელშეკრულებები აღმოჩნდა: 

1. 4560 ლარი -პერსონალური კომპიუტერების შეძენისთვის – ხელშეკრულების ვადა: 27.12.2018 – 20.02 2019;

2. 24 000 ლარი – ვარიანის სასაფლაოს მიმდებარე ტეროტირიის მოასფალტება – ხელშეკრულების ვადა: 20.12.2018 – 28.02.2019;

3. 120 120 ლარი – სოფლებში წყლის სისტემის მოწესრიგებასა და წყალმომარაგებისთვის – ხელშეკრულების ვადა: 21.09.2018- 31.05.2020;

4. 109 933 ლარი – საავტომობილო გზების, სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის – ხელშეკრულების ვადა: 18.09-31.05. 2020;

5. 200 000 ათასი ლარი – მშენებლობა, შენობის რეკონსტრუქცია და ა.შ. –  ხელშეკრულების ვადა: 25.09.2018-31.05.2020;

6. 598 622 ლარი – სოფელ ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია –  ხელშეკრულების ვადა: 24.08.2018-31.01 2019;

7. 18 800ლარი – ერგნეთში სპორტკომპლექსის მშენებლობა –  ხელშეკრულების ვადა: 1.03.2018-31.06.2018; (ხელშეკრულების ვადა გასულია, ობიექტის მშენებლობა კი არც დაწყებულა)

8. 581 194 ლარი – 26 მაისის სკვერის რეაბილიტაციისთვის –  ხელშეკრულების ვადა: 5.11.2018-5.06 2019.