ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

748
ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.  გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, აქტიურად ხორციელდება ქუჩებზე არსებული გადასასვლელების დახაზვის, პარკირების ადგილებისა და გზის გამყოფი სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.
სავალი ნაწილის მონიშვნა ჰორიზონტალური ორკომპონენტიანი წითელი და თეთრი ფერის სტრუქტურული ცივი პლასტიკით ხდება, რაც მის გამძლეობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს.  სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე და შიდა ქუჩებზე ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 678 ლარი გაიხარჯება.
 ბორჯომში შიდა გზებზე პარალელურად მიმდინარეობს გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია.
წყარო: ეტანიუსი