ქედის მერია 230 ბენეფიციარს თხევადი აირის ბალონებს გადასცემს (ვიდეო)

689

ქედის მერია 230 ბენეფიციარს თხევადი აირის ბალონებს გადასცემს. პროგრამის მიხედვით სამ თვეში ერთხელ გაზს ომის ვეტერანები მიიღებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ასეთი სულ 13 მიზნობრივი პროგრამა აქვს.