ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემში მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ (ვიდეო)

743

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემში “მთის სტატუსის“ მინიჭებას და არსებული შეღავათებით სარგებლობას ითხოვენ. ამ თემში, ამჟამად სტატუსით მხოლოდ 2 სოფელი – ხინო და დიდვაკე სარგებლობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დარჩენილი 7 სოფლის 150-ზე მეტი ოჯახი კი შეღავათების გარეშეა. ამბობენ, რომ, შესაძლო,ა ვერ აკმაყოფილებენ რამდენიმე კრიტერიუმს, თუმცა სოფლები მთავარ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

მთის კანონი მოსახლეობისთვის შეღავათებს საპენსიო, სახელფასო და კომუნალური გადასახადების მიმართულებით ითვალისწინებს. ადგილობრივებმა უკვე მიმართეს ქობულეთის მაჟორიტარს პარლამენტში. ახლა საკითხი შესაბამისმა კომისიამ უნდა განიხილოს.