გორი-კარალეთის გზაზე გარეგანათება მოეწყო

562

გორი-კარალეთის გზა გაანათეს. ამ გზაზე გასულ წელს რამდენიმე ფეხითმოსიარულეს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 2018 წლის აგვისტოში მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, გარეგანათებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯა. გადაწყვეტილების მიმღებნი კი იმედოვნებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა მინიმუმამდე დავა.

ერთ წელიწადში გორი-კარალეთის გზაზე 9 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 4 მსხვერპლით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 შემთხვევიდან სხეულის დაზიანება 5-მა ადამიანმა მიიღო.