რატომ ვერ მოხვდა აჭარა სოფლის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამაში?

993

ტელეკომპანია “აჭარა”

რატომ ვერ მოხვდა აჭარა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, ამაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. გასულ კვირას კითხვაზე პასუხს პრემიერმაც აარიდა თავი და მხოლოდ ის თქვა, რომ ანალოგიურ პროგრამას აჭარის მთავრობა თავად განახორციელებს.

რეგიონის მთავრობაში ამბობენ, რომ პროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო ფული მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელ სხვა პროგრამას ჩამოეჭრება სოფლის მხარდაჭერისთვის საჭირო 2 მილიონი და იქნება თუ არა ის საკმარისი აჭარის სოფლების ელემენტარული საჭიროებების მოსაგვარებლად.

ექსპერტები ამბობენ, რომ პროგრამის გვიან დაწყებამ, შესაძლოა, პროექტების დროულად დაწყებას შეუშალოს ხელი, ვინაიდან აჭარის სოფლების დიდი ნაწილი მაღალმთიანია და აქ, კლიმატური პირობების გამო, სამუშაოების შესრულებისთვის მცირე ვადებია.

რას ფიქრობენ თავად სოფლების მცხოვრებლები პროგრამის თაობაზე და აპირებენ თუ არა საერთო კრებებში მონაწილეობას, ამაზე სიუჟეტიდან შეიტყობთ