ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი არჩევნებამდე 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება

776

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი – ის 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

დღეს მოქმედი კოდექსით, პრეზიდენტი საკრებულოს, მერისა და გამგებლების მორიგ არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს, რაც იმას გულისხმობს, რომ არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი. პარლამენტში ინიცირებული პროექტით კი, თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მისი დანიშვნის დღიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.

წყარო: ინტერპრესნიუსი