ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა აპრილში დაიწყება

1355

წინა სტატია

მიმდინარე წლის აპრილში ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის 1-კილომეტრიანი დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

პროექტს “აზიის განვითარების ბანკი“ აფინანსებს და მისი ჯამური ინვესტიცია, ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის. ამჟამად “მუნიციპალური განვითარების ფონდში“ შესული სატენდერო წინადადებების შეფასების ანგარიშის მომზადება მიმდინარეობს.

“გაგარინის ქუჩის ბოლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მარშალ გელოვანის გამზირი), “ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან გათვალისწინებულია სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა. ამ ადგილზე ერთმანეთს 4 ქუჩა კვეთს, განსაკუთრებით ინტენსიურია ტრანსპორტის მოძრაობა, რაც რეგულირდება შუქნიშნებით. სატრანსპორტო კვანძის მოწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდება ტრანსპორტის შეუფერხებელი,  შუქნიშნების გარეშე მოძრაობა ყველა მიმართულებით”, – განაცხადეს “მუნიციპალური განვითარების ფონდში“.

2018 წლის 19 ოქტომბერს “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 2018 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა და 8 კომპანიის განაცხადი შევიდა.