თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 72 მილიონი ლარით გაიზარდა

709

წინა სტატია

საკრებულოს უმცირესობამ დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციამ ეს იმით ახსნა, რომ თანხები არასწორად არის განაწილებული ჯანდაცვის და სოციქლურ პროექტებთან მიმართებაში.

ოპოზიციას აინტერესებს, წინა წლის ბიუჯეტის ნაშთი, რომელიც 72 მილიონს შეადგენს და მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაემატა, რატომ არ იქნა დახარჯული სხვა და სხვა პროექტებში, რომლებიც თბილისელების კეთილდღეობისკენ იქნებოდა მიმართული.

საკრებულოს უმრავლესობაში კი ოპოზიციას პასუხობენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტიდან თანხები მხოლოდ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის ხარჯზე დაიზოგა და ეს მიმდინარე წელს სხვადასხვა პროექტებს მოხმარდება.