ხონის საკრებულოში კომპიუტერი მოიპარეს

937

ხონის საკრებულოში, რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის კუთნილი სამუშაო ლეპტოპი მოიპარეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე ვალრი ბახტაძე ჩვენთან ამბობს, რომ ორშაბათს, 21 იანვარს სამსახურში მისულ საკრებულოს თანამშრომელს კომპიუტერი არ დახვდა.

“საკრებულოს იურიდიულ განყოფილებას ერთი ლეპტოპი ჰქონდა და ისიც მოიპარეს. დილით, თანამშომელს კაბინეტის კარი, სადაც კომპიუტერი იდო, დაზიანებული დახვდა. წარმოდგენა არ გვაქვს ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო”, – განმარტავს ვალერი ბახტაძე.

ხონის საკრებულო სამსართულიან შენობაშია განთავსებული, სადაც საკრებულოს გარდა, გამგეობა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ებიც ფუნქციონირებს.

შსს–მ ფაქტზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.