ბათუმში 50-მდე მოსაცდელს ახლით ჩაანაცვლებენ (ვიდეო)

1056

ბათუმში გაჩერებების ნაწილზე მოსაცდელების დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიაში ამბობენ, რომ ისინი ახლით ჩანაცვლდება და დაახლოებით, 50 ადგილას განსხვავებული დიზაინის მოსაცდელი განთავსდება. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით მოსაცდელების შეცვლის ვალდებულება აქვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

რაც შეეხება ძველ მოსაცდელებს, მერის თქმით, შესაძლოა, ის იმ მისამართებზე განთავსდეს, სადაც ადრე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ ყოფილა.

მერიის ინფორმაციით, ახალი მოსაცდელები ადაპტირებულია და მას ელექტრო საათი და ტელეფონის სამუხტი ექნება.