თბილისში წურწუმიას ქუჩაზე გზა ჩაინგრა (ვიდეო)

805

თბილისში წურწუმიას ქუჩაზე გზა მაშინ ჩაინგრა, როდესაც სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალები გადაჰქონდა.

ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩაზე მეოთხე დღეა, წყლის მილია გამსკდარი, შესაბამის უწყებასაც მიმართეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა – მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სწორედ წყალმა გამოიწვია გზის ჩანგრევაც.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს