გორს ახალი ვიცემერი ჰყავს

1192
გორის ვიცემერი

წინა სტატია

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მის პირველ მოადგილედ ერასტი ელიჯარაშვილი დანიშნა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი კადრი შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, გენინსპექციაში მუშაობდა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კადრს წარმოადგენდა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი რამდენიმე დღის წინ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე კი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მისი ძმა გიორგი ხოჯევანიშვილი კი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულია.

რაც შეეხება ერასტი ელიჯარაშვილს, მისი ბიოგრაფიული მონაცემები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გორის ვიცემერის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა – გელა კაპანაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.