გურჯაანის ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა

1400

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 1 500 000 ლარით გაიზარდა.  ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 717 639 ლარი გამოიყო, რომელიც ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. ნატო გონგაძის თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 27 483 ლარი, ხოლო სკოლების მცირე რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარი გამოიყო. ბიუჯეტის ცვლილებებს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

“მთავრობის განკარგულებით, ვაჩნაძიანის 4 შიდა საუბნოს გზის რეაბილიტაციის პროექტი დაგვიფინანსდა და ის აისახა ადგილობრივ ბიუჯეტში. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სკოლებში ბავშვებისა ტრანსპორტირებისათვის გამოგვეყო 27 000 ლარზე მეტი და ასევე, სკოლების მცირე რეაბილიტაციისათვის 450 000 ლარიც დაემატა ადგილობრივ ბიუჯეტს. ეს ცვლილებები აიასახა მთავარ საფინანსო დოკუმენტში“, – განაცხადა ნატო გონგაძემ.

ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.