თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები დააზიანეს (ვიდეო)

1330

თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები “სითი ბოქსები” , სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა დააზიანეს. ვანდალიზმის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველა ადგილზე დაზიანება უკვე აღადგინეს. ამ თემაზე თბილისის მერიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასევე, რამდენიმე დღის წინ თბილისში, კიკვიძის ბაღში, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატებიც დააზიანეს.

თბილისის მერია ვანდალიზმის პრევენციისთვის პროექტს – “გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს.