დღეს ღამით კოსტავას ქუჩა რამდენიმე საათით გადაიკეტება

697

წინა სტატია

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ “რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო დეკორაციები ჭავჭავაძის გამზირზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, მელიქიშვილის გამზირზე უკვე ჩამოხსნეს.