გარდაბნის სოფელ კრწანისში, მუღანლოში და სართიჭალაში შიდა გზების მოსაწესრიგებლად ტენდერები გამოცხადდა

709

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, მუღანლოში და სართიჭალაში შიდა გზები მოასფალტებისთვის ტენდერები გამოცხადდა.

შიდა გზების რეაბილიტაცია სამივე სოფელში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. კერძოდ, სოფელ კრწანისში 335 635, სოფელ სართიჭალაში 720 910, ხოლო, სოფელ მუღანლოში 427 338 ლარია გამოყოფილი.

სამივე ტენდერზე წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება.

ამასთან, გამოცხადდა ტენდერი, ქალაქ გარდაბანში შიდა გზების კეთილმოწყობისთვისაც, სადაც სამუშაოებისთვის 1 748 991 ლარი დაიხარჯება. წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.