ბათუმში ახალი პროექტი – “დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ ამოქმედდა

1009

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით შეიქმნა და ამოქმედდა ახალი პროექტი “დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“.

აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ვებგვერდის – visit.batumi.ge-ს მეშვეობით ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ვიზიტი დაგეგმოს.

“ეს არის მოქალაქეებზე მორგებული პროექტი, რომელიც მერთან შეხვედრის დაგეგმვას გამარტივებულად, მერიაში მოსვლის გარეშე უზრუნველყოფს. შეხვედრა უშუალოდ მერის მიერ ჩაინიშნება”, – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.