ქუთაისი და რუმინეთის ქალაქი იაში დაძმობილდნენ

1938

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რუმინეთის ქალაქ იაშში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, 24 იანვარს, ქუთაისისა და იაშშის თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას ხელი მოეწერა.

მერიის ინფორმაციით, შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ სფეროებში ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები საკუთარ გამოცდილებას გაცვლიან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნება ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის ბიუსტი და რუმინულ ენაზე მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.