ნაძალადევის რაიონში 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

1550

ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა მისამართზე 15 ფიტნესზონა მოეწყო. როგორც გამგეობაში განმარტავენ, თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.

“სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 მისამართზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნესზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

17 ახალი ფიტნესზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.