თბილისის მერია კომპანია “სვეტის” ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეში დაასრულებს

691

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერია სამშენებლო კომპანია “სვეტის” ახალ ინვესტორთან მოლაპარაკების დასრულებას რამდენიმე თვეში ელოდება.  ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიასთან “სვეტის” შეჩერებული პროექტების გაგრძელების თაობაზე, თუმცა ელოშვილი კომპანიის დასახელებაზე უარს ამბობს.

“მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სამუშაოებს დაზარალებულებთან, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან. წინასწარ არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რაც იყო მერის პირობა, რომ “სვეტის” არცერთი დაზარალებული არ დარჩეს დაუკმაყოფილებელი.

საბოლოო გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რომელიმე სხვა კომპანიამ მიიღოს მშენებლობის ნებართვა. ეს იქნება ჩემთვის საბოლოო გამარჯვება და დაიწყოს მშენებლობა ყველა იმ ობიექტზე, რომელიც ახლა შეჩერებულია.

თუკი წარმატებით დასრულდება ის მოლაპარაკებები, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ და გაივლის კომპანია აუცილებელ პროცედურებს, რომ შეიცვალოს საპროექტო დოკუმენტაცია, რამდენიმე თვე იქნება ოპტიმალური ვადა ამისთვის”,- აცხადებს ელოშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა სამშენებლო კომპანიას რამდენიმე პროქეტი შეჩერებული აქვს, მიზეზად კი, ფინანსური პრობლემები სახელდება.