გორის მერიამ 2018 წელს სასაჩუქრე ნივთებსა და სუვენირებზე 4 248 ლარი დახარჯა

549

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს სასაჩუქრე ნივთებსა და სუვენირებზე 4 248 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 802 ლარის ღირებულების სუვენირები შეიძინა, რომლებიც სხვადასხვა დროს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს აჩუქა.

ხოლო, 2018 წელს სასაჩუქრედ შეძენილ ნივთებს შორის არის 46 ლარის ღირებულების ღვინო, 700 ლარის ღირებულების წიგნები, 900 ლარის ღირებულების 10 ცალი ფერადი რუქა და 800 ლარის ღირებულების მუყაოს ჩანთებიც.

სასაჩუქრე ნივთებისა და სუვენირებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია თანხას წარმომადგენლობითი ხარჯიდან გასცემდა. ამ მუხლში გასულ წელს 30 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 10 000 ლარამდე მერიას გაუხარჯავი დარჩა.