ახალციხეში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს

1214

TV 9

როგორ უნდა გახდეს თვითმმართველობა უფრო დამოუკიდებელი – ამაზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტებმა, რეგიონის პირველმა პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინეს, თუ რა სჭირდებათ თვითმმართველობებს მეტი თავისუფლებისთვის.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი რამდენიმე თვეში იქნება მიღებული. მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები სტრატეგიაში აისახება.