ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მაისის თვეში მოქალაქეთა დასახმარებლად 101 643 ლარი დაფინანსება გასცა

762

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მაისის თვეში, მოქალაქეების დასახმარელად 101 643 ლარი დაფინანსება გასცა.
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 464 ბენეფიციარს გაუწია თანადგომა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 385 მოქალაქის დასაფინანსებლად გაიხარჯა 73 621 ლარი.

”მოქალაქეებს დაუფინანსდათ როგორც სტაციონარული ისე ამბულატორიული მომსახურება, რომელთა ჯამურმა თანხამ მაისის თვეში შეადგინა 45 221 ლარი, ამასთანავე დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს“, – აღნიშნა გამგებელმა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიუტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობის მიღებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 28 022 ლარის დახმარება გაუწია. მონაცემების მიხედვით, დაფინანსება 79 ბენეფიციარმა მიიღო.

წყარო: ინტერპრესნიუსი