გარემოვაჭრეები: საპატრიარქო არაა წინააღმედეგი, რომ გარევაჭრობა განვაახლოთ

672

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“საპატრიარქოში გვითხრეს, რომ არ იქნებიან წინააღმდეგები, თუ ჩვენ ჯვრის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობას განვაახლებთ”, – ამის შესახებ მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელზეც კონკრეტული დაპირებები მოისმინეს სასულიერო პირებისგან. კერძოდ, მევლუდ ღარიბაშვილის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა, სადაც შეძლებენ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას.

“დაითქვა ორი დღის ვადა. ამ პერიოდში მერია ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო დახლებს ამოიტანს და ჩვენ შევძლებთ ცივილური ფორმით გავაგრძელოთ ვაჭრობა. რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიის წინამძღვარს, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა“, – განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ.

მცხეთის ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით ორი დღით დაიკეტა და 16 იანვარს გაიხსნა.