სტრატეგიის პროექტის განხილვა შიდა ქართლის მდუმარე მერების და ექსპერტთა კრიტიკის ფონზე

171

ტელეკომპანია “თრიალეთი”

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი რეგიონული განვითარების სამინისტრომ ამჯერად გორში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებთან განიხილა. ორსაათიან შეხვედრაზე მერები მხოლოდ ისმენდნენ და დისკუსიაში არ ჩართულან – მათ არც კითხვა ჰქონიათ და არც – შეთავაზება. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვთ ექსპერტებს, რომლებიც სტრატეგიის პროექტს იწუნებენ და კანონმდებლობაზე აპელირებენ, რომელსაც მთავრობა არღვევს.