მერია დამატებით შეარჩევს ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ

206

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს მაია ბითაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა, რომ მერიამ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების შერჩევაზე, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ.

“მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მიკროავტობუსებს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი და შევარჩიეთ 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვადასხვა ადგილებში, მოსაცდელების გარდა. ეს ყველაფერი გაკეთდა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. მიხარია, რომ ამ საპილოტე პროექტმა ძალიან გაამართლა და კარგად იმუშავა. ამიტომ მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების განსაზღვრაზე, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. ამავდროულად, მამუკა მუმლაძეს მინდა დავავალო, რომ სანამ ეს პროცესი განხორციელდება და ქუჩების შერჩევა მოხდება, დაიწყოს ინფრასტრუქტურის მხრივ მომზადება და დამატებითი მოსაცდელების მოწყობა“, – განაცხადა კალაძემ.