ქუთაისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისათვის 3 663 474 ლარის ტენდერს აცხადებს

1699

ქუთაისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისაათვის 3 663 474 ლარის ტენდერს აცხადებს.

ელექტრონული ტენდერის მიხედვით, კომპანიას, რომელიც სამუშაოების წარმოების უფლებას მიიღებს, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამასთან, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების წარმოებისათვის 6 თვის ვადა ეძლევა.

სატენდერო წინადადებების მიღება პირველი თებერვლიდან იწყება და 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.