სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის 5 სოფელში კრება ჩატარდა

732

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტეტის 5 სოფელში: აბისი, აბისისთავი, ავლევი, ცერონისი და კნოლევში კრება ჩატარდა და მოსახლეობამ უკვე შეირჩა პროექტები, რომლებიც 2019 წელს განხორციელდება.

სოფელ აბისში მოსახლეობამ გარეგანათების, აბისისთავში მოსაცდელის, ავლევში სასაფლაოს გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხი, ცერონისში რკინა-ბეტონის სარწყავი არხი და სასაფლაოს გზის მოხრეშვა, ხოლო სოფელ კნოლევში სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.