სიღნაღის რამდენიმე სოფელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი უკვე შეარჩიეს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრებები უკვე ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია.

სიღნაღის სოფელ გურჯაანში, ვეჯინში, ჭანდარში, კოლაგში, ბაკურციხეში, კარდენახში და მელაანში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან” თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით ადგილობრივებმა მსჯელობის შემდეგ გარეგანათების მოწყობა გადაწყვიტეს.

სოფელ ჩალაუბანში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სარწყავი წყლის რეზერვუარის დამატება აღმოჩნდა და სწორედ მას მოხმარდება პროგრამიდან გამოყოფილი 8 000 ლარი. ხოლო, სოფელ ვაქირში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასაფლაოს კეთილმოწყობა გადაწყვიტა.

მერიის ინფორმაციით, დღეს საერთო კრებები ქალაქი წნორში, სოფელი ბოდბისხევიში და სოფელი ჯუგაანში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.

მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორწლიანი პაუზის შემდეგ აღადგინა. თუმცა, პროგრამაზე, 50 მილიონი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის რეგფონდის 280 მილიონიდან დაიფარება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი 20 მილიონი ლარი, სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში,
წინა სტატია გორის სოფელ მარანას, რომელსაც დენის ეკონომიის გამო სასმელი წყალი დღეში 2 საათით მიეწოდებოდა,
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობის სასმელი წყლის
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების
"ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი:  ნინო შონია გურიის სამ სოფელში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯუმათში, ძიმითსა
ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტით, აწყურში ე.წ. ველის წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების- ჩირდილელიანთკარისა და გრიგოლაანთკარის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, ტაძრისსა და დვირში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ცქრიალა შერმადინი, ნინო შონია წარმოიდგინეთ, რომ ბანკიდან აღებული სესხით სახლში წყლის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ორი ახალი ჭაბურღილის, წყლის ქსელებისა და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები სრულდება, რისთვისაც 795 600 ლარი დაიხარჯება.
%d bloggers like this: