ქალაქ წნორში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

759

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 135 666 ლარია, კალათბურთის სათამაშო მოედნის, საბავშვო ატრაქციონების, გარეგანათების სისტემის, შადრევნის, სკამებისა და სანაგვე ურნების მოწყობას ითვალისწინებდა.

დასასვენებელი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.