მცხეთის მერიასა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შორის შეთანხმება ვერ შედგა (ვიდეო)

1050

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მცხეთის მერიასა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შორის შეთანხმება ვერ შედგა. დღეს ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ მათ სამი დღის ვადაში მონასტრის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ, რადგან სასულიერო პირი კონსტატნტინე ჯინჭარაული კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარევაჭრობას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება არ სურთ და ამბობენ, რომ საკუთარი სურვილით დახლებს არ გადაიტანენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ჯვრის მონასტერს არ ეკუთვნის და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

მცხეთის ჯვრის მონასტერი ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო და 16 იანვარს გაიხსნა.