გორის სოფელ მეჯვრისხევში მინისტადიონი და საჭიდაო არენა მოწესრიგდება

660

წინა სტატია

“სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მინისტადიონის მწვანე საფარის გარეშე შემოღობვა/მოწყობა და ქართული საჭიდაო არენის გარე კონსტრუქციის რესტავრაცია იგეგმება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები უკვე გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში, 167 საპროექტო განაცხადიდან 93 პროექტი მოსახლეობის მიერ შეირჩა და პროექტები 2019 წელს ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, ცნობილია, რომ 2019 წელს “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა.