ნაძალადევის რაიონში ქსნის ქუჩაზე ავტოსადგომის ნაცვლად საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

722

ნაძალადევის რაიონში ქსნის ქუჩის N12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომის ნაცვლად, საბავშვო გასართობი მოედანი და ფიტნესზონა მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, საბავშვო გასართოები მოედანი სკამებითა და ნაგვის ურნებით აღიჭურვა, ხოლო, ატრაქციონები და ტრენაჟორები კაუჩუკისსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა.

“ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოსახლეობა ავტოსადგომად იყენებდა. ადგილობრივების მოთხოვნით, ახალი გასართობი მოედანი და ფიტნესზონა მოვაწყეთ, რომლითაც ცხრა კორპუსის მცხოვრებლები სარგებლობენ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მათივე ცნობით, ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები 20-მდე მისამართზე დამონტაჟდება.