კრწანისის რაიონში, გრიშაშვილის N45-ში, საცხოვრებელი სახლის სარდაფს ამაგრებენ

845

კრწანისის რაინში, გრიშაშვილის N45-ში, საცხოვრებელი სახლის სარდაფს დროებით ამაგრებენ.

გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე კრწანისის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, ასევე, კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.

“შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა და გამგეობამ მისი კაპიტალური გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო. სარდაფს გამაგრება წინმსწრებ დამზღვევი ღონისძიებების ფარგლებში უტარდება და უახლოეს მომავალში დასრულდება”, – აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.