ახალციხის ბიუჯეტის ნაშთი “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამისთვის გაიწერება

917

წინა სტატია

ახალციხის ბიუჯეტის გასული წლის ნაშთი 1 331 000 ლარია. ამ თანხიდან 300 000 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას დაემატება და შესაბამისად, სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 46 დასახლებული პუნქტისთვის ჯამში 306 000 ლარია გამოყოფილი. ახალციხის საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის ნაშთიდან აღნიშნულ თანხას 300 000 ლარი უნდა დაემატოს.

ნაშთიდან გამოყოფილი თანხის დამატების საკითხზე დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს რიგით პირველ სხდომაზე იმსჯელეს.