ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტები ევროკავშირისგან გრანტის სახით 345 000 ევროს მიიღებენ

1401

სტატიის გაგრძელება

ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები ევროკავშირისგან გრანტის სახით 345 000 ევროს მიიღებენ.

პროექტი შემუშავდა ქალაქ ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მერიების, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და სტუდენტური ახალგაზრდული სათათბიროს მიერ.

3-წლიანი პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში საკრებულოსთან შეიქმნება საზოგადოებრივი დარბაზი, საინვესტიციო წინადადებების საბჭო. მუნიციპალიტეტების ვებგვერდს კი დაემატება ელექტრონული ჩართულობის მექანიზმები.

პროექტის ავტორთა ცნობით, პროექტის მიზანია აბაშისა და ფოთის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, ინკლუზიური და მონაწილე მმართველობის პრინციპების დანერგვით, ადგილობრივ მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.