ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2 საბავშვო ბაღში სწავლა ერთი კვირით გადაიდო

862

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან სასწავლო პროცესი მხოლოდ 60 ბაღში განახლდა. ორ სკოლამდელ დაწესებულებაში, რომელიც სოფელ ჯუმიში და ალერტკარში მდებარეობს, სწავლას ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ სოფლებში სტიქიის დროს ქარმა ბაღის ხის ავარიული შენობები დააზიანა და დღეს ის ფაქტობრივად გამოუსადეგარია. რის გამოც ფართი უნდა იქირაონ, სადაც ახალი შენობების მშენებლობის დასრულებამდე, შესაძლოა, ერთი წელიც კი დაჰყონ.

მათივე განმარტებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ფიზიკურ პირთან და იმ კერძო სახლს აირჩევენ, რომელიც ბაღის ფუნქციონირებისთვის გამოადგებათ.