ახალციხიდან სოფელ წინუბნამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის 896 988 ლარი დაიხარჯება

698

ახალციხიდან სოფელ წინუბნამდე მისასლვლი გზის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოებზე ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. წინუბანში ადგილობრივები აღნიშნული მონაკვეთის მოწყობას საპროტესტო აქციებითაც ითხოვდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხიდან წინუბანი–გურკელამდე მიმასვლელი სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამიუშაოებზე ტენდერი 896 988 ლარზეა გამოცხადებული. აღნიშნული თანხის 95% რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 5% კი ადგილობრივი თვითმმათველობის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება ექვს თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კვირის ვადაში დამთავრდება.

გზის საფარის დაგების პარალელურად, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც.

შეგახსენებთ, ეომ სოფელ წინუბანში ადგილობრივები საპროტესტო აქციაზე სოფლამდე მისასვლელი გზის, ასევე, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას 2018 წლის ივლისშიც ითხოვდნენ.