ზესტაფონში მე-6 და მე-7 საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1243

ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები საზეიმოდ გაიხსნა. სკოლების რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

სკოლების რეაბილიტაციას აშშ მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც 140 მილიონი დოლარი იხარჯება. პროექტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 69 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა, საერთო ჯამში რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობა იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა.