თბილისსა და რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება (ვიდეო)

731

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

“უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლებთ არაერთ უწყებასთან და ისე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეაბილიტაცია, პირველ რიგში, ჩატარდება იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ. ასევე, აშენდება ახალი სკოლები“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წელს: დაიწყება 149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 31 საჯარო სკოლას და დაიწყება 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს.