წყალტუბოს ბაღების გაერთიანების უფროსს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

1038

მისივე თქმით, ბაღებში ჯერჯერობით გარკვეული არ არის ბავშვთა კვების საკითხი და ის თუ ვინ მოამარაგებს მათ სურსათით.

საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ სოფელ ხომულში სამი წელია ახალი ბაღი აშენდა, რომელიც დღემდე უმოქმედოა.

ოპოზიციის ბრალდებებს წყალტუბოს ვიცემერმა ალექსანდრე დადუნაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ ბრალდებები აბსურდულია. მისი განმარტებით, ბაღების ხელმძღვანელების როტაცია მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით მოხდა.

ამასთან, ვიცემერი ამბობს, რომ კვების საკითხიც მოგვარებულია და უკვე ჩატარებული ტენდერებით გამოვლენილია მომმარაგებლები. რაც შეეხება ხომულის ბაღის გახსნას, ეს ვიცემერის თქმით, ორ თვეშია დაგეგმილი.