თელავში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

132

წინა სტატია

თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

საკონსულტაციო შეხვედრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს. განხილვებში აქტიურად არიან ჩართული კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე წარუდგინეს.

განხილვაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ ადგილიბრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში უკვე განიხილეს.

შეხვედრები ბათუმშიოზურგეთშიზუგდიდსა და ქუთაისში გასულ კვირას ჩატარდა.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.