შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას ცხოველთა თავშესაფრის პროექტის გადაწერაში ადანაშაულებენ

ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორებმა გამოცემა “რადიო მოზაიკას” განუცხადეს, რომ “ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია”. მათი თქმით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მათი პროექტის განხორციელებას საავტორო უფლებების უგულებელყოფით ცდილობს.

ცნობისთვის, თავშესაფრის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე ჩაატარა და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა. ხელისუფლებამ კი უკვე ისიც დაანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, თავშესაფრების მშნებელობა მიმდინარე წელს დაიწყება.

tenderi foto gmarjvebuli kompania municipaluri tavshesafari

“პროექტი მოპარულია და დეტალების საბოლოო დაზუსტების შემდეგ, სასამართლოს გზით დავიწყებთ საავტორო უფლებების დაცვას”, – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

მისივე თქმით, პროექტი მოამზადა და მისი პრეზენტაცია სხვადასხვა რეგიონებში ა(ა)იპ “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა” გააკეთა.

“ანალოგიური ტიპის (სიმძლავრეების განსხვავებით) პროექტები მოვუმზადეთ და გადავეცით ასევე კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. ამასთან, დასრულების ეტაპზეა პროექტი, რომელიც მორგებულია ქვემო ქართლის რეგიონზე და ისიც მომზადდა სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით. შიდა ქართლის შემთხვევაში, ჩვენი პროექტი გადაწერეს, მაგრამ გაზარდეს ცხოველთა საერთო განთავსების ვოლიერების რაოდენობა, რითიც პროექტის პარამეტრები დაამახინჯეს და მთლიანად კონცეფცია დაარღვიეს”, – ამბობენ ავტორები.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი სოფიო ბეროშვილს და ლაშა გეგეჭკორს ეკუთვნით.

nashromis avtorebi lasha gegechkori foto

“2018 წლის 23 მარტს გორში ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია. მოგვიწვია მაშინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა კახა სამხარაძემ. როდესაც ახალი სამხარეო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მანაც დაგვიძახა, მოწვეული ჰყავდა 4 – ვე მუნიციპალიტეტის მერი, თავიდან გავიარეთ პროექტი და არანაირი შენიშვნა ან შესწორება მასში არ შეუტანიათ”,- ამბობენ ავტორები.

მათი თქმით, თუ ხელისუფლება პროექტის საავტორო უფლებებს არ დაიცავს, ისინი სასამართლო დავას დაიწყებენ.

ამასთან, პროექტის ავტორებსა და მერიას შორის ცხოველთა თავშესაფრის პროექტში შეტანილი ცვლილებები ახალციხეშიც სადავო გახდა.

მსგავსი სიახლეები
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ზუგდიდის მერიამ 29 965 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება თავშესაფარში გადაყვანასთან ერთად, ცხოველების მოვლა-კვებას, ვაქცინაციას,
თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრი არ აქვს. პრობლემა, რომელიც ბათუმში დღემდე მოუგვარებელია. ინფორმაციას TV25
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტერინარი ირმა მთიულიშვილი შესაბამისი სახლების დამზადებას გეგმავს. რის შესახებაც
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. უწყების ცნობით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში
წინა სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო.
ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურის უფროსის, ნანი მიქენაიას განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის ფული
წინა სტატია არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას იწყებს. მიუსაფარი ცხოველების მონაცემების შეკრებას ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, გორში და გორის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისათვის 16 949 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
თელავის მერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც
სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ქალაქ სამტრედიის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პროცესი დაიწყო. ინმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის თქმით, რომელმაც ზუგდიდის მერიის მიერ მეოთხედ
"თელავში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა. ინფორმაციას
%d bloggers like this: