გორის მერი: თეიმურაზ მანველიშვილი არ დაწინაურებულა და არც ფულადი ჯილდო მიუღია

166

წინა სტატია

“თეიმურაზ მანველიშვილი, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს მერიის შენობასთან თავზე ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო, ისევ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს”, –  განცხადება “რადიო მოზაიკასთან” გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ მანველიშვილის არც დაწინაურება და არც წახალისება არ მომხდარა.

“ის არის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი და ამ სამსახურს შესყიდვების განყოფილებაც ექვემდებარება, რომელსაც სხვა პიროვნება ხელმძღვანელობს და არც შეიძლება ერთზე მეტ სამსახურს კურირებდეს საჯარო მოხელე. რაც შეეხება საახალწლო ჯილდოს, მანველიშვილს საყვედური აქვს მიღებული შემოდგომით, მერიასთან მომხდარი ინციდენტის გამო, და ვერანაირი წახალისება ჩემგან გასულ წლის ბოლოსთვის ვერ ექნებოდა”, – განმარტა კონსტანტინე თავზარაშვილმა.