რას ითვალისწინებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და რა შენიშვნები აქვთ მერებსა და ექსპერტებს

1262

წინა სტატია

პირველი არხი

ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ მზად არის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის გასაზრდელად შემუშავდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მესამე სექტორის მიერ დაწერილი სტრატეგიის განხილვა უკვე რეგიონებში ინაცვლებს.

დოკუმენტის წინასწარი ვერსიის მიხედვით, იზრდება დეცეტრალიზაციის ხარისხი, ასევე თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული.

პროექტის მიმართ შენიშვნები და კითხვები აქვთ ექსპერტებს და მესამე სექტორის ნაწილს. პარლამენტში გაგზავნამდე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ავტორებს, სავარაუდოდ, რამდენიმე ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოუწევთ.