ქუთაისის მერიაში მერის მესამე მოადგილე დაინიშნა

784

ქუთაისის მერიაში მერის მესამე მოადგილე დაინიშნა. ეს პოსტი გრიგოლ დალაქიშვილმა დაიკავა. ამ თანამდებობაზე ის ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ შეარჩია. ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

გრიგოლ დალაქიშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ბაგა-ბაღებს, აგრეთვე, სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მას საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

მერის მოადგილის შტატი ქუთაისის საკრებულომ, “საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა” და “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, გასულ კვირას სხდომაზე დაამტკიცა.